ისტორიულ უბანში მუშაობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ჩვენი მიზანი იყო, შეგვენარჩუნებინა უბნის ავთენტური იერსახე და მაქსიმალური სიზუსტით შეგვესრულებინა რთული საინჟინრო სამუშაოები.
სამუშაოები სპეციფიკური სტანდარტების დაცვით ჩატარდა:
- უსაფრთხო დემონტაჟი: ისტორიული გარემოსა და მეზობელი ნაგებობების დასაცავად, ძველი ამორტიზებული შენობა დავშალეთ სრულიად უსაფრთხოდ - ხელით, მძიმე ტექნიკის ვიბრაციის გარეშე.
- ტექნოლოგიური სტაბილურობა: საძირკველში გამოვიყენეთ მოწინავე Krystaline ტექნოლოგია, რაც ბათუმის ტენიან კლიმატში ბეტონის წყალგაუმტარობას, სიმტკიცეს და ნაგებობის მდგრადობას უზრუნველყოფს.
შენობა სრულად ინარჩუნებს ისტორიულ იერსახეს და ორგანულად ესადაგება ძველი ბათუმის ურბანულ გარემოს.