Artex - სამშენებლო კომპანია ბათუმში, რომელიც ქმნის მაღალი სტანდარტის საცხოვრებელ და საინვესტიციო სივრცეებს. ჩვენი ხელწერაა თანამედროვე არქიტექტურა, მშენებლობის მაღალი ხარისხი და გარემო, სადაც ადამიანები თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობენ.
შეავსე ფორმა და ჩვენი მენეჯერები უმოკლეს დროში დაგიკავშირდებიან ინდივიდუალური კონსულტაციისთვის
ფორმის გაგზავნით ადასტურებ, რომ ეთანხმები კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
1
Layouts
/ 3
სტუდიო
მცირე ფართის მიუხედავად, გეგმარება იდეალურადაა ათვისებული. სივრცე თავისუფლად იტევს სამზარეულოს, საძინებელსა და დასასვენებელ კუთხეს, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის სრულიად საკმარისია.
1+1
ამ ტიპის ბინებში აივანზე გასასვლელი აქვს როგორც მისაღებ ოთახს, ისე საძინებელს, რაც ქმნის ერთიანი სივრცის განცდას, მეტ სინათლეს და თავისუფალ ცირკულაციას ინტერიერში.
2+1
განსხვავებით ბაზარზე არსებული სტანდარტული პროექტებისგან, აქ მზის სინათლე თანაბრად ნაწილდება. დაგეგმარება ისეა გადაწყვეტილი, რომ არცერთი ოთახი არ რჩება ფანჯრისა და ბუნებრივი განათების გარეშე.
ფასადი
Artex Parkline შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი პროექტი 32.8 მ²-დან. თითოეული ბინა დაპროექტებულია ისე, რომ მაქსიმალურად იყოს ათვისებული დღის სინათლე და სივრცე.წარმოდგენილი იზომეტრიული ხედები დაგეხმარებათ აღიქვათ ბინის პოტენციალი და ავეჯის განლაგების შესაძლებლობები.
Artex Parkline-ში თითოეული დეტალი კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრებაზეა მორგებული. ბინები ფართო და ფუნქციურია, ჰარმონიული დიზაინითა და ლოგიკური დაგეგმარებით.
შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი ფორმატი – კომპაქტური სტუდიიდან დაწყებული ტერასებიან დიდ აპარტამენტამდე. ყველა ბინა შექმნილია ისე, რომ სივრცე სრულად მოერგოს შენს საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს.
ინტერიერზე მუშაობს არქიტექტურული სტუდია RB Architects, რომლის ხედვაც აერთიანებს თანამედროვეობას და დროის მიმართ მდგრადობას. ეს ნიშნავს, რომ შენს სახლს ყოველთვის ექნება აქტუალური იერი და დახვეწილი ესთეტიკა.
ჩვენი მიდგომა ეფუძნება სისუფთავესა და პროპორციების ჰარმონიას. პრაქტიკულობა და სოლიდურობა ერთიანდება დიზაინში, სადაც ყოველი დეტალი შერჩეულია გამძლეობისა და ხარისხის შენარჩუნებით.
თითოეული ბინა ბარდება „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში, რაც გაძლევს სრულ თავისუფლებას, შექმნა საკუთარი, ინდივიდუალური დიზაინი – შენი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით.