სიახლეები Artex

Artex Parkline | საპარკინგე ზონის გადახურვის მოწყობა და მიწისქვეშა სამუშაოები დასრულდა

Artex Parkline-ის სამშენებლო მოედანზე პროექტის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. წარმატებით მოეწყო საპარკინგე ზონის გადახურვის მონოლითური ფილა.

ამ ეტაპის დასრულებით მშენებლობა ახალ ფაზაში გადადის და აქტიურად იწყება შენობის მიწისზედა სართულების მშენებლობა.

შესრულებული სამუშაოს მასშტაბურობასა და კონსტრუქციის სიმყარეზე კონკრეტული ტექნიკური მონაცემები მეტყველებს. კერძოდ, აღნიშნული ფილის მოსაწყობად გამოყენებულია 100 ტონა არმატურა და 420 კუბური მეტრი მაღალი სიმტკიცის (C25/30) ბეტონი. ეს მაჩვენებლები შენობის მაქსიმალური საიმედოობისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტია.

Artex Parkline-ის მრავალფუნქციური კომპლექსის სამშენებლო პროცესი დაგეგმილი გრაფიკის მკაცრი დაცვით მიმდინარეობს. ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში მუშაობს, რათა პროექტით გათვალისწინებული თითოეული ეტაპი უმაღლესი ხარისხით შესრულდეს.

თვალი ადევნეთ სიახლეებს ჩვენს ვებსაიტზე.