სიახლეები Artex

Artex Parkline: დასრულდა -1 სართულის სვეტების მოწყობა და საპარკინგე ზონის სამუშაოები

ამ ეტაპზე Artex Parkline-ის სამშენებლო მოედანზე დასრულდა -1 სართულის სვეტებისა და დიაფრაგმების მოწყობა. პარალელურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს მონოლითური ფილის საყალიბე სამუშაოები.

აღნიშნულ პროცესში კომპანია იყენებს მსოფლიოში წამყვან ავსტრიულ Doka Deck-ის ტექნოლოგიას. საყალიბე სისტემის ეს სტანდარტი კონსტრუქციის იდეალურ სისწორესა და უნიკალურ ხარისხს უზრუნველყოფს, რაც შენობის საიმედოობისა და სიმყარისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.

გარდა ამისა, შესრულდა I ბლოკის სამუშაოები, რომელიც კომპლექსის საპარკინგე ზონა და პროექტის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ნაწილია.

Artex Parkline-ის მულტიფუნქციურ კომპლექსში მშენებლობის პროცესი დაგეგმილი გრაფიკის სრული დაცვით მიმდინარეობს. ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში მუშაობს, რათა პროექტით გათვალისწინებული თითოეული ეტაპი უმაღლესი ხარისხით შესრულდეს.

თვალი ადევნეთ სიახლეებს ჩვენს ვებგვერდზე.
2026-05-06 23:36