სიახლეები Artex

გაყიდვების ოფისის გახსნა

გიმასპინძლებთ ჩვენს ახალ ოფისში, სადაც მშვიდ და კომფორტულ გარემოში შეგიძლიათ გაეცნოთ პროექტს, აპარტამენტების განლაგებებს და მიიღოთ კონსულტაცია უძრავი ქონების პროფესიონალებისგან.
ჩვენ შევქმენით სივრცე, სადაც გადაწყვეტილებების მიღება მარტივია. ჩვენს ოფისში გელოდებათ მყუდრო სივრცე შეხვედრებისთვის, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების დემონსტრაცია მოსახერხებელ ფორმატში, კომპლექსის მაკეტები და ვიზუალური პრეზენტაციები.
ჩვენი სპეციალისტები მზად არიან უპასუხონ თქვენს ყველა კითხვას, გაგაცნონ მიმდინარე შეთავაზებები და დაგეხმარონ იდეალური აპარტამენტის შერჩევაში — საცხოვრებლად, დასასვენებლად თუ საინვესტიციოდ.